22 ოქტომბერს ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1874 წელს, ამერიკელმა ბოტანიკოსმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტერლინგ მორტონმა დააარსა, რომელიც თავის გამოსვლებში ყოველთვის ხაზგასმით საუბრობდა ხეების და ტყეების სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ.
მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, უნიკალური ბუნებრივი რესურსის, ტყის მოვლა-აღდგენა საქართველოსთვისაც პრიორიტეტია.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის აღდგენის სამუშაოები4000 ჰექტარ ფართობზე უკვე ჩატარდადამსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. გეგმის მიხედვით, 2030 წლამდე, განაშენიანება სულ მცირე20 ათას ჰა ფართობზე განხორციელდება.
„ხის დარგვის ვალდებულების გაცნობიერება, გარემოზე ზრუნვას ნიშნავს, რაც ეკოსისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხის დარგვით თითოეულ ადამიანს, ნებით თუ უნებლიეთ, წვლილი შეაქვს ბუნებაში არსებული ბალანსის შენარჩუნებაში“, - აცხადებენ ეკოლოგები.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება