გორელმა სპორტსმენებმა ძიუდოში გამართულ მასტერსზე სამი - ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრი საქართველოში პირველად ჩატარდა და 2008-2009 წწ. დაბადებული ძიუდოისტები მონაწილეობდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ცნობით, გორელებმა გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
მასტერსის გამარჯვებულები დავით ხარიბეგაშვილი (50 კგ.), გიორგი ზურაბაშვილი (81 კგ.) და იოანე აბალაკი (+90 კგ) გახდნენ.
გამარჯვებულ სპორტსმენთაგან ორი - გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის კლუბის - „ვიპ ძიუდო“ წარმომადგენლია და მათი პირადი მწვრთნელი ვეფხია ბაზანდარაშვილია. იოანე აბალაკი კი კლუბ „გორიჯვრის“ ძიუდოისტია და სპორტსმენის პირადი მწვრთნელი მალხაზ ავაზნელია.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, ლაშა ადუაშვილი (50 კგ. ძიუდოს კლუბი „ვიპ ძიუდო“, პირადი მწვრთნელი ვეფხია ბაზანდარაშვილი) და ლუკა ცილიკიშვილი (81 კგ. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლა, პირადი მწვრთნელი ნიკოლოზ მშვიდობაძე) დაეუფლნენ.
მასტერსი საქართველო თბილისში ჩატარდა. შეჯიბრი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.