საზოგადოება
21.10.2024 15:29
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ვეტერინარიის მიმართულებით საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორგანომ „URS“ (UNITED REGISTAR OF SYSTEMS), მართვის ხარისხის სისტემის ISO 9001:2015-ის სერტიფიკატი მიანიჭა.

უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტი ადასტურებს მართვის ხარისხის სისტემების მაღალ საფეხურს, სააგენტოს ამოცანების და მიზნების განსაზღვრას, მათთან დაკავშირებული რისკების და შესაძლებლობების სწორად მართვას, ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების ეფექტიანად გამოყენებას, ისეთი სისტემების ფუნქციონირებას, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს ვეტერინარული ზედამხედველობის სტანდარტებს და შესაბამისობაშია საერთაშორისო მოთხოვნებთან.

„აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო სტანდარტის, მართვის ხარისხის სისტემის სერტიფიკატი ISO 9001:2015 - 2023 წლის ნოემბრიდან აქვს მინიჭებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიმართულებითაც“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები