სპორტი
21.10.2024 12:49
თბილისში გამართულ ტურნირზე გორელმა თავისუფალი სტილის მოჭიდავეებმა თერთმეტი მედალი მოიპოვეს

ამირან მაისურაძის და შოთა კიკაბიძის ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში გორელმა სპორტსმენებმა თერთმეტი მედალი მოიპოვეს.

მოპოვებული მედლებიდან ხუთი - შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეების ანგარიშზეა, ექვს მედალს კი - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენები დაესაკუთრნენ.

გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები ლექსო ნოზაძე (35 კგ. მწვრთნელი არკადი ხინჩიკაშვილი), ლუკა დოთიაშვილი (38 კგ. მწვრთნელი არჩილ ბარამიძე), ზურაბ დოთიაშვილი (41 კგ. მწვრთნელი არჩილ ბარამიძე) და ზურა წინამძღვრიშვილი (62 კგ. მწვრთნელი გიგლა მაყიშვილი) გახდნენ.

მეორე ადგილზე დავით ყაყიტაშვილი (52 კგ. მწვრთნელი გიგლა მაყიშვილი) და ერეკლე ქართველიშვილი (68 კგ. მწვრთნელები ირბეგ ჯიოშვილი, დავით პოღოსიანი) გავიდნენ.

ნიკოლოზ გაგლოშვილი (35კგ. მწვრთნელი გაბრიელ გაგლოშვილი), ტატო ცხაოშვილი (38კგ. მწვრთნელი გიორგი გოგშელიძე), გიორგი ბარამაშვილი (62კგ. მწვრთნელები ოთარ ტლაშაძე, დავით პოღოსიანი), დავით რაზმაძე (68კგ. მწვრთნელები ირბეგ ჯიოშვილი, დავით პოღოსიანი) და მიხეილ მაყიშვილი (57 კგ. მწვრთნელი არკადი ხინჩიკაშვილი) მესამე ადგილს დაესაკუთრნენ.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ გორელი ზურაბ დოთიაშვილი დასახელდა.

ამირან მაისურაძის და შოთა კიკაბიძის ხსოვნის მემორიალურ ტურნირს თბილისმა უმასპინძლა. შეჯიბრში 2010-2012 წწ. დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

კვირის ამბები