სპორტი
21.10.2024 11:04
ფრენბურთელ გოგონათა გორის გუნდი საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

შეჯიბრი 2009-2010 წწ. დაბადებულებს შორის მიმდინარეობდა.

გორელები ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში „ჯუნიორსს“ დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.

რაც შეეხება შემადგენლობას, საქართველოს ჩემპიონატზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: მაია გელაშვილი, ნინო ილურიძე, თამარ კოპაძე, ბარბარე წკრიალაშვილი, მარიამ ბერიანიძე, ნანკა ლოქაბიძე, ნატალია ბიძინაშვილი, მარიამ აბრამაშვილი, ლიკა დავითაშვილი, ნინო კორძახია, მარიამ წულაია, მარიამ ბარჯაძე, თამუნა მაზმიშვილი, ელენე რჩეულიშვილი, თაკო კახნიაშვილი, სალომე მინდიაშვილი (მწვრთნელები: თინა ფსუტური, ნინო სირაძე, ოთარ ლაზარაშვილი).

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ და გორელი ნინი ილურიძე ჩემპიონატის ყველაზე პერსპექტიულ ფრენბურთელად დასახელდა.

საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული „აჭარა“ გახდა.

ჩემპიონს და პრიზიორებს შესაბამისი სინჯის მედლები გადაეცათ.

საქართველოს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზმა უმასპინძლა.

კვირის ამბები