სკოლებისთვის ნიკო კეცხოველის პრემია 2025-ის რეგისტრაცია დაიწყო.
კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, 2024-2025 წლის საკონკურსო თემაა ბუნების დაცვა და კეთილდღეობა (საქართველოს დაცული ტერიტორიები).
მსურველებს რეგისტრაცია ელექტრონულად: forestry . ge / ge /registration შეუძლიათ.
„ნიკო კეცხოველის პრემია - სასკოლო ეკოკლუბების კონკურსია, რომლის ძირითადი მიზანია, უკეთ დაგანახოთ, რომ საკუთარი ხელით შეგიძლიათ განახორციელოთ ცვლილებები და გააუმჯობესოთ ბუნებრივი და სოციალური გარემო.
გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ პროექტი არა მხოლოდ გამორჩეული ეკოკლუბების, ცალკეული მასწავლებლების თუ მოსწავლეების გამოვლენის და დაჯილდოების შესაძლებლობაა, არამედ იგი არის სკოლებისთვის ახალი ცოდნის მიღების და გაზიარების, პიროვნული ზრდის და ორგანიზაციული განვითარების უწყვეტი პროცესი.
ეკოკლუბები თავიანთ აქტივობებს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად გეგმავენ და ახორცილებენ. სწორედ ამგვარად, თითოეულ ეკოკლუბელს საკუთარი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შერჩეული მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევაში“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია CENN-ის მიერ, პროექტის - მწვანე კავკასია ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.