საზოგადოება
17.03.2020 23:24
შეიძლება დავდგეთ ისეთი გამოწვევის წინაშეც, როგორიცაა საგანგებო მდგომარეობა - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ ტრანსპორტზე, კაფე-რესტორნებსა და სხვა ობიექტებში შემოღებული შეზღუდვების გარდა, ქვეყანას დამატებითი შეზღუდვების დაწესებაც მოუხდეს. პრემიერი არც იმას გამორიცხავს, რომ შეიძლება ქვეყანა დადგეს ისეთი გამოწვევის წინაშეც, როგორიცაა საგანგებო მდგომარეობის შემოღება.

,,ალბათ კიდევ მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, ისეთ ადგილებში როგორებიცაა მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ა.შ. ჩვენი ამოცანა მარტივია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ, იმისთვის, რომ ჩვენ ჯანდაცვის სისტემას მივცეთ მეტი საშუალება და დრო, რომ უკვე ინფიცირებულ ჩვენს თანამოქალაქეებს უმკურნალონ მაქსიმალურად ეფექტურად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა კარანტინის რეჟიმში გადადის, თუმცა, შეიძლება ასეთი გამოწვევის წინაშეც დავდგეთ, ისევე, როგორც შეიძლება დავდგეთ ისეთი გამოწვევის წინაშეც, როგორიცაა საგანგებო მდგომარეობა“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა.

 

კვირის ამბები