ერთი თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს პარკირების ინსპექტორები მძღოლების გაფრთხილებით და ინფორმირებით შემოიფარგლებიან, ფულადი ჯარიმების გამოწერა კი, ნოემბრიდან დაიწყება.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს პარკირების ინსპექტორები საინფორმაციო ბუკლეტებს დღეს დილიდან არიგებენ და მძღოლებს მოსალოდნელი სანქციების შესახებ აფრთხილებენ.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საფასური ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №34 დადგენილებითაა განსაზღვრული, რაც შეეხება ტარიფებს: 1 დღე - 1 ლარი; 30 დღე - 10 ლარი; 90 დღე - 15 ლარი; 180 დღე - 25 ლარი; 365 დღე - 40 ლარი.