მსახიობებს კუთვნილი ჯილდოები თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა გადასცა
თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა გ. ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობები დააჯილდოვა.
თეატრალური ფესტივალის - „როტონდა“ დახურვის ცერემონიალზე, კახა ბერიძეს - აკაკი ხორავას სახელობის, დარეჯან ჭამაურს კი ვერიკო ანჯაფარიძის პრემია მიენიჭა.
ქართული თეატრის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის წოდება - ამაგდარი, ქიშვარდ მანველიშვილმა და მერაბ ჭანკოტაძემ მიიღეს.
„მადლობა თეატრალურ საზოგადოებას გ. ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობების დაფასებისთვის. ჩვენმა არტისტებმა გამორჩეული ჯილდოები მიიღეს. ვულოცავთ, ყველას დამსახურებულ ჯილდოებს და ვუსურვებთ წარმატებებს“, - ნათქვამია გორის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი