სპორტი
18.10.2024 13:28
მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს

ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს პირველ სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადაზე - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ წარმატებით იასპარეზეს.

საგანმანათლებლო დაწესებულების ცნობით, გუნდმა, საქართველოს მასშტაბით, მეექვსე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება მონაწილეებს, ტურნირზე მეცხრე საჯარო სკოლის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ნიკოლოზ გაგუა, ლაზარე ქალიაშვილი, ნიკოლოზ გაჩეჩილაძე და თენგო ქოქაშვილი (კაპიტანი - ხათუნა მურადელი).

„ოლიმპიადა საქალაქო, რეგიონული და ფინალური ეტაპებისგან შედგებოდა. ჩვენი სკოლის მოჭადრაკეთა გუნდმა რეგიონის მასშტაბით პირველი ადგილი აიღო და ამით ფინალისკენ საგზური მოიპოვა, სადაც მეექვსე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ვულოცავთ მოჭადრაკეებს გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე 12 სკოლის გუნდი, 48 მოსწავლე და 12 მასწავლებელი მონაწილეობდა.

კვირის ამბები