საზოგადოება
18.10.2024 13:22
გორში ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია მალე დასრულდება - სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

ჩოგბურთის კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები მალე დასრულდება და აღნიშნული სპორტული ობიექტი თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.

რაც შეეხება შესასრულებელ სამუშაოებს, პროექტის ფარგლებში განხორციელდება მოედნის რეაბილიტაცია, დახურული სივრცის მოწყობა. გარდა ამისა, დამონტაჟდა ახალი ლითონის ღობე, დაიგება რკინა-ბეტონის ფილები, ლითონის კარი. შეიცვლება მოედნის საფარი, კომუნიკაციები, სკამები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გასახდელებს, გათვალისწინებულია პანდუსის მოწყობაც.

კვირის ამბები