საზოგადოება
18.10.2024 13:19
გორს დამეგობრებული პოლონეთის მუნიციპალიტეტების - ოჟიშის და ბიალისტოკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ

გორს დამეგობრებული მუნიციპალიტეტების - ოჟიშის და ბიალისტოკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, პოლონელი სტუმრები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს სიმონ გულედანს, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

საქმიან ვიზიტთან ერთად, ოჟიშის და ბიალისტიკოს დელეგაციებმა მონაწილეობა მიიღეს „გორის დღე 2024“-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, დაათვალიერეს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, გაეცნენ ღვინის წარმოების ტრადიციას, ქართულ სამზარეულოს და ფოლკლორს. სტუმრებმა გორის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი დაათვალიერეს. მოინახულეს, ასევე, გორის ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეა, სადაც ფარდაგების ქსოვის და თექის დამუშავების მასტერკლასები ჩაუტარდათ.

„გორის მუნიციპალიტეტის მერიას დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის, კულტურის, სპორტის, სკოლამდელი აღზრდის თუ ახალგაზრდული მიმართულებებით გამოცდილების გაზიარების კუთხით. გორის მუნიციპალიტეტის მერია დამეგობრებულ ქალაქებთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

კვირის ამბები