საზოგადოება
17.10.2024 15:02
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდების მუზეუმთან არსებული სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს, 17 ოქტომბერს, ასევე, შეხვდნენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს და ვეტერანის დღე მიულოცეს.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირებული ვეტერანები (შშმ პირები) წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სახით 1000 ლარს იღებენ.

„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანები მერიის სოციალური პროგრამის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობენ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ დააფინანსა ვეტერანების სარეაბილიტაციო კურსი საზღვაო კურორტზეც“, - აცხადებენ გორის მერიაში.

ცნობისთვის, ვეტერანის დღე 2014 წელს დაარსდა და წელს მეათედ აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც, შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. ამავე წელს შეიქმნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, რომელიც დღეს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

კვირის ამბები