საზოგადოება
17.10.2024 12:40
„ნიადაგი - სიცოცხლის საწყისი“ - ესსეების კონკურსი VII-X კლასის მოსწავლეებისთვის

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ესსეების კონკურსს - „ნიადაგი - სიცოცხლის საწყისი“ აცხადებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა VII-X კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ, რომლებიც აგრარული და გარემოსდაცვითი საკითხებით არიან დაინტერესებულნი და აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების მიღებისა და გავრცელების პროცესში მონაწილეობენ.

„ესსეები სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შეფასდება. გამარჯვებული ესეების წარდგენა და დაჯილდოება 5 დეკემბერს ნიადაგის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართება. გამარჯვებულს აკადემიკოს თენგიზ (გიზო) ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელი და პრიზი გადაეცემა", - აცხადებენ ორგანიზატორები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრების ელექტრონული ვერსია Word-ის დოკუმენტის სახით ელექტრონულ მისამართზე: nino. macharashvili1 @ eiec .gov .ge.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი.

ცნობისთვის, ნიადაგის დღე ყოველწლიურად 5 დეკემბერს აღინიშნება. 2024 წელს ნიადაგის დღის გზავნილია: „ნიადაგზე ზრუნვა: ღონისძიებები, მართვა, მონიტორინგი“.

კვირის ამბები