საზოგადოება
17.03.2020 18:02
ყველა ის ღონისძიება უნდა გავატაროთ, რომელიც ვირუსის პრევენციას შეუწყობს ხელს - შიდა ქართლის გუბერნატორი პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრისა და რეგიონების გუბერნატორების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შიდა ქართლის მხარის რწმუნებულმა გიგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მაქსიმუნის გაკეთებაა საჭირო და მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრისას, კონკრეტულ ნაბიჯებზე იყო საუბარი.

„კონკრეტულად გადასადგმელია ნაბიჯები იმისათვის, რომ მივიღოთ პრევენციული ზომები და საზოგადოებას მაქსიმალურად მოვუწოდოთ თვითიზოლაციისკენ. უნდა მოხდეს მაქსიმალური გაკონტროლება, რათა საზოგადოების მხრდიდან მსგავსი საკითხების მიმართ სოლიდარულობა იყოს გამოჩენილი. ასევე, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას თითოეული მიმართულებით, მათ შორის ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობის კუთხით, რომ თუკი რეგიონში რაიმე ტიპის საჭიროება წარმოიშვება, ყველა საკითხს მაქსიმალურად დროულად მივხედოთ. კოორდინირებულად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან, რათა მაქსიმალურად დროულად გატარდეს ყველა პრევენციული ღონისძიება და ყველა საჭირო ნაბიჯი გადაიდგას, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ იქნება მიღებული. მოგეხსენებათ, ამ დროისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება, შესაბამისად, ყველა ის ღონისძიება უნდა გავატაროთ, რომელიც ვირუსის პრევენციას შეუწყობს ხელს “, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა პრემიერთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

კვირის ამბები