სპორტი
16.10.2024 13:13
გორმა ხელბურთში მურად ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა

გორში მურად ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი ჩატარდა ხელბურთში.

შეჯიბრში 2009-2012 წწ. დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

გორის გუნდმა (მწვრთნელები ლაშა შემშენოვი, გია მამაცაშვილი) ტურნირი მეორე ადგილით დაასრულა. გამარჯვებული წყალტუბოს გუნდი გახდა. მესამე ადგილს კი სამტრედიელები დაესაკუთრნენ.

რაც შეეხება დაჯილდოებას, გამარჯვებულ გუნდს გადამავალ თასთან ერთად, მედლებიც გადაეცა. თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ საპრიზო ადგილის მფლობელებიც.

შეჯიბრს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა, ხელბურთის და სპორტის სხვა სახეობათა წარმომადგენელი ვეტერანი სპორტსმენები და მწვრთნელები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, ვეტერანი ხელბურთელი მურად ჯავახიშვილი 15 წლის მანძილზე გორის ცენტრალურ სასპორტო სკოლას ხელმძღვანელობდა.

კვირის ამბები