საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.
გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე საქართველოს ისტორიაში პირველია, რომელიც სამივე სინჯის ოლიმპიურ მედალსფლობს.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ლეგენდარული სპორტსმენების გვერდით გაიხსნა ჩემი ვარსკვლავიც. მიხარია, რომ მეც შევემატე ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონთა სიას. დიდი მადლობა ორგანიზატორებს და თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომის და გულშემატკივრობისთვის“, - აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ შესაბამისი წარწერა დაემატა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ვარსკვლავებსაც.
ცნობისთვის, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სამი - ოქროს, სამი - ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველომ 206 ქვეყანას შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავა, რაც ასევე საუკეთესო გუნდური მაჩვენებელია.