შავშვების დევნილთა ჩასახლებაში არსებულ საცხოვრებელ პირობებს და ადგილობრივების საჭიროებებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გაეცნო.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფასა და ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებაზე.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, შავშვებში გამართულ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაურიდა სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, ასევე იმყოფებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
უწყების ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის 16 სოფლიდან დევნილი 650-მდე პირი ცხოვრობს.