საზოგადოება
15.10.2024 15:16
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსები 17-18 ოქტომბერს ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები