გორელმა მეწარმეებმა და მხატვრული რეწვის ოსტატებმა, მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის V საერთაშორისო სამიტზე მიიღეს მონაწილეობა.
„ეთნოფესტი 2024“ დედაქალაქში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობდნენ: განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მინი გალერეა - სექტორის ხელმძღვანელი ნინი აბალაკი, კერამიკოსი გივი ტატულაშვილი, ინდ. მეწარმე სოფიო ტუაევი, ტიხრული მინანქრის სპეციალისტი მარი ბალიაშვილი, ხალხური რეწვის ოსტატი თეა რაზმაძე.
გამოფენის პარალელურად, სამი დღის განმავლობაში ჩატარდა გიორგი ტატულაშვილის თიხის ამოყვანის მასტერკლასი, ერმილე მაღრაძის საჯარო ლექცია და ნინი აბალაკის მინი გალერეის საჯარო პრეზენტაცია.
„პროექტი განხორციელდა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის - „ბაზარზე წვდომის ხელშეწყობა მხატვრული რეწვის ოსტატებისთვის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობით“, - აცხადებენ გორის განვითარების სააგენტოში.