გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს.
ტურნირის გამარჯვებულები ზაზა მდინარიძე (44 კგ. მწვრთნელი გიორგი კობახიძე), ნიკოლოზ ხიზანიშვილი (50 კგ. მწვრთნელი გელა სხირტლაძე) და თემურ პავლიაშვილი (57 კგ. მწვრთნელი ილია ტლაშაძე) გახდნენ.
გამარჯვებული სპორტსმენებიდან ორი - გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის წარმომადგენელია, თემურ პავლიაშვილი კი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის სპორტსმენია.
ცნობისთვის, ტურნირზე საქართველოს დელეგაცია 14 სპორტსმენით ასპარეზობდა. საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გორელი სპეციალისტი ბექა ლობჟანიძეა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება