13 ოქტომბერს, სახალხო დღესასწაული „გორის დღე 2024“ მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.
თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილი იყო შიდა ქართლისთვის დამახასიათებელი სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ხელნაკეთი ნამუშევრები, კვების ობიექტების, ღვინის მარნებისა და საოჯახო მეურნეობების წარმოებული ღვინო თუ სხვა პროდუქცია.
გამოფენების გარდა, ღონისძიების ფარგლებში, კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული სანახაობები და აქტივობები გაიმართა.
სადღესასწაულო სივრცეში წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები, ასევე - ეთნოგრაფიული მუზეუმის საინფორმაციო კუთხე, ტურისტული კუთხე, გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის.
სადღესასწაულო ღონისძიებას ესწრებოდნენ გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე - გორთან დამეგობრებული პოლონეთის ქალაქების - ოჟიშის და ბიალისტოკის დელეგაციების წევრები.
„გორის დღე 2024 “ გალა-კონცერტით დასრულდა. კონცერტში მონაწილეობდნენ ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ნართები“ და ჯგუფი „ურსა“.