საზოგადოება
11.10.2024 15:39
„გორის დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებით, ჭავჭავაძის გამზირსა და ცაბაძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

„გორის დღის“ აღნიშვნასთან დაკავშირებით, ტრანსპორტის მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირსა და ცაბაძის ქუჩაზე, 12 ოქტომბერს, 10:00 საათიდან დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, ჭავჭავაძის გამზირი სტალინის გამზირიდან წერეთლისა და რუსთაველის ქუჩების კვეთამდე დაიკეტება.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას გურამიშვილის, ამილახვრის, სამეფო ქუჩის და თამარ მეფის გამზირის გავლით შეძლებს. გორის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა 13 ოქტომბერს, 24:00 საათის შემდეგ აღდგება.

 

კვირის ამბები