საზოგადოება
11.10.2024 15:38
პროექტი - „ციფრული აკადემია“ დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებული პროექტი - „ციფრული აკადემია“ დასრულდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სასწავლო კურსი კონკურსის წესით შერჩეულმა 14-დან 18 წლამდე ასაკის ოცამდე გორელმა ახალგაზრდამ გაიარა.

პროექტი ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მონაწილეეებმა ორი სასწავლო მიმართულება - ფრონტ ენდ დეველოპმენტი და გრაფიკული დიზაინი შეისწავლეს.

„პროექტი ორგანიზაცია „ფიბოლერნთან“ თანამშრომლობით განხორციელდა. ინიციატივის მიზანს ახალგაზრდებში ინფორმაციული ტექნოლოგიების დაუფლების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა წარმოადგენდა. მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები