საზოგადოება
17.03.2020 15:00
1-ელ აპრილამდე შემოყვანილ ავტომობილებზე განბაჟების ვადა სამი თვით გადაიწევს

ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდებათ, - აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიიღეს.

ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად, იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში (1-ელ სექტემბრამდე) პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები არ გამოიყენება.

შეღავათი შეეხება დაახლოებით, 38 ათასამდე მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა, დღევანდელი გათვლებით, 50 მილიონ ლარს შეადგენს.

კვირის ამბები