გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და დაფინანსებით გამართული თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ ხვალ დასრულდება.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, ფესტივალს, 12 ოქტომბერს, მასპინძელი გორის თეატრი სპექტაკლით - „ესკორიალი“ დახურავს.
ფესტივალის დასრულების დღეს, თეატრის წინ, ასევე, დაგეგმილია მსახიობების - დარეჯან ჭამაურის და კახა ბერიძის ვარსკვლავის გახსნაც.
რაც შეეხება დღევანდელ აფიშას, 11 ოქტომბერს, 19:00 საათზე გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი დიდ სცენაზე „მეტამორფოზებს“ დადგავს.
შეგახსენებთ, თეატრალური ფესტივალი - „როტონდას“ დაარსებით, გორის თეატრმა სიმბოლურად, 180-ე შემოქმედებითი, საიუბილეო სეზონი გახსნა.
პროექტის ფარგლებში გ.ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი თბილისის სხვადასხვა თეატრს 5 ოქტომბრიდან მასპინძლობდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება