ორი - პირველი, სამი - მეორე და სამი მესამე ადგილი დაიკავეს გორელმა სპორტსმენებმა კრივში გამართულ ლევან გიორგაძის ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე.
შეჯიბრში საქართვლოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები უმცროსი ასაკის (2007-2008, 2009-2010, 2011-2012 წწ.) მოკრივეები ასპარეზობდნენ.
გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები საბა დვალიშვილი (40 კგ.) და გიგი ყიფშიძე (57 კგ.) გახდნენ.
მეორე ადგილზე ვალერი ახალკაცი (46 კგ.), ლევან ამირეჯიბი (60 კგ.) და ლუკა გოგიაშვილი (75 კგ.) გავიდნენ.
იოანე ნაცვლიშვილმა (60 კგ.), საბა სომხიშვილმა (70 კგ.) და მახო კანდელაკმა (75 კგ.) შეჯიბრი მესამე ადგილით დაასრულეს.
საპრიზო ადგილზე გასული ყველა გორელი სპორტსმენი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
ლევან გიორგაძის ხსოვნის მემორიალურ ტურნირს ახალციხემ უმასპინძლა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება