შიდა ქართლში მცხოვრებმა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მუშაობის ანგარიში მოისმინეს.
შეხვედრა გორში, სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ აღნიშნა, ბენეფიციარებს ინფორმაცია მიეწოდათ ყველა იმ პროექტის და ინიციატივის შესახებ, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად, სამსახურის და სახელმწიფო ინსტიტუციების, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი ლევან ამირიძე და სამსახურის წარმომადგენელი შიდა ქართლის რეგიონში ზვიად საბაშვილი ესწრებოდნენ.
სამსახურის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, შეკრებილმა ვეტერანებმა მათთვის საინტერესო შეკითხვები და პრიორიტეტული საკითხები გააჟღერეს.