გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ნართების“ კონცერტი გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ტარდება და მასზე დასწრება თავისუფალია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტი ტყვიავის საჯარო სკოლის დარბაზში 10 ოქტომბერს, 14:00 საათზეა დაგეგმილი.
ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ნართების“ სამხატვრო ხელმძღვანელი გოგიტა თათულაშვილია.