კულტურა
09.10.2024 13:37
„კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო“ - გორის თეატრი დღეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს უმასპინძლებს

თეატრალური ფესტივალის - „როტონდა“ ფარგლებში, გორის თეატრი დღეს, 9 ოქტომბერს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს უმასპინძლებს.

გ.ერისთავის სახელობის თეატრის მცირე სცენა 20:00 საათზე სოსო ნემსაძის რეჟისორული ნამუშევრის - „კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო“ ჩვენებას დაეთმობა (სპექტაკლი განხორცილდა რუსთავის გ. ლორთქიფანიძის სახელობის თეატრთან ერთად).

შეგახსენებთ, თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და დაფინანსებით მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში გ.ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი თბილისის სხვადასხვა თეატრს 12 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

რაც შეეხება ფესტივალის ფარგლებში გასამართი სპექტაკლების შესახებ ინფორმაციას, შეგიძლიათ იხილოთ გორის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე. ბილეთების დაჯავშნა-შეძენა კი, შესაძლებელია, როგორც თეატრის სალაროში, ასევე, ონლაინ, საიტზე: www. biltebi. ge.

კვირის ამბები