საზოგადოება
09.10.2024 12:48
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება განახლდა

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება დღეს 9 ოქტომბერს, 12:00 საათიდან განახლდა.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის ფარგლებში გაწეული თანადაფინანსება არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს100 000 ლარს შეადგენს(მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების50%-ს). სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის კი, დამატებით,10%-იანი (60%) თანადაფინანსებაა განსაზღვრული.

განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე document@rda. gov. ge.

„პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეების, ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება და როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე, არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების მდგრადი განვითარება და ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 29 სოფელი სარგებლობს, შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას შეძლებენ ამ დასახლებებში მცხოვრები პირებიც.

 

კვირის ამბები