საზოგადოება
09.10.2024 12:46
მეჯვრისხევში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება.

​ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ დროისთვის შესაბამისი სამუშაოები მეჯვრისხევში მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით მოეწყობა: კაუჩუკის მოედანი, ატრაქციონები, ბილიკები (დეკორატიული ფილებით), დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, ტრენაჟორები, გაკეთდება მოაჯირი, განთავსდება საპარკე ავეჯი და გამწვანდება ტერიტორია. დამონტაჟდება, ასევე, გარეგანათება.

„პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანი მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილებაა“, - აცხადებენ მერიაში.

კვირის ამბები