სპორტი
09.10.2024 12:44
გორმა გრიშა მურაჩაშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურმა სპორტული სკოლის დარბაზმა გორელი მწვრთნელის გრიშა მურაჩაშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა.

შეჯიბრში 2013-2014 წწ. დაბადებული ძიუდოისტები ასპარეზობდნენ.

ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა 35 მედალი მოიპოვეს. მოპოვებული მედლებიდან 26 - გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ანგარიშზეა, ხოლო ცხრა მედალს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპელქსური სპორტული სკოლის სპორტსმენები დაესაკუთრნენ.

შეჯიბრის გამარჯვებულები გაბრიელ თაყაძე (27 კგ.), გიორგი მირუაშვილი (30 კგ.), ცოტნე შაქარაშვილი (34 კგ.), ლაშა მურაჩაშვილი (38 კგ.), ილია მაზანაშვილი (42 კგ.), ანდრია ელუაშვილი (46 კგ.), ნიკოლოზ შერაზადიშვილი (50 კგ.), გიორგი ბაიაძე (55 კგ) და ანდრია დოიჯაშვილი (+60 კგ.) გახდნენ.

რაც შეეხება მეორე ადგილს, ანდრია ბუჟღულაშვილი (27 კგ.), ლუკა მარანელი (30 კგ.), შალვა ელიაშვილი (34 კგ.), გიორგი მურაჩაშვილი (38 კგ.), ანდრია ბათმანიშვილი (42 კგ.), თემურ ფარეხელაშვილი (46 კგ.), მათე კოკაური (50 კგ.), თენგიზ კვინიკაძე (55 კგ.) და თამაზ პაპიტაშვილი (+60 კგ.) დაესაკუთრნენ.

დემეტრე მამუჩარაშვილმა (27 კგ.), შალვა აბრამიშვილმა (27 კგ.), მათე მიხანაშვილმა (30 კგ.), ალექსანდრე ვანიშვილმა (30 კგ.), ირაკლი კოპაძემ (34 კგ.), ნიკა სადაღაშვილმა (34 კგ.), როლანდ ბალიაშვილმა (38 კგ.), ნიკა ბუზალაძემ (38 კგ.),გიორგი მესტუმრიშვილმა (42 კგ.), დავით ნადირაძემ (42 კგ.), რომა რობანაშვილმა (46 კგ.), დავით მერებაშვილმა (46 კგ.), გეგა გეგელაშვილმა (50 კგ.), ვაკო ელბაქიძემ (55 კგ.) ნიკა მდინარაძემ (55 კგ.), გიორგი ნიადაგაშვილმა (+60 კგ.) და გიორგი საათაშვილმა (+60 კგ.) ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.

გრიშა მურაჩაშვილი მრავალი წლის განმავლობაში გორის სასპორტო სკოლაში მუშაობდა და არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღზარდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, მემორიალურ ტურნირს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ყოველი წლის 7 ოქტომბერს იმართება.

კვირის ამბები