გორის თეატრალური ფესტივალის - „როტონდა“ ფარგლებში, დღეს, 8 ოქტომბერს გ.ერისთავის სახელობის თეატრი მარჯანიშვილის თეატრს უმასპინძლებს.
თანამედროვე რეჟისორი ციცინო კობიაშვილი 20:00 საათზე მაყურებელს სპექტაკლს - „უცნაური მისის სევიჯი“ წარუდგენს.
ჯონ პატრიკის ნაწარმოიების მიხედვით დადგმულ ლირიულ კომედიაში ნინო დუმბაძე, ზაზა გოგუაძე, ნოდარ დოღონაძე, ანა სანაია, თემურ კილაძე, ია შუღლიაშვილი, დათო დვალიშვილი, ანა გუჯეჯიანი, ლილე ფილფანი, დიმიტრი ტატიშვილი და გვანცა კორშია მონაწილეობენ.
„უცნაური მისის სევიჯი“ მსოფლიოს მრავალ სცენაზე დაიდგა. მარჯანიშვილის თეატრი სწორედ ამ პიესის მოტივებზე აგებულ სპექტაკლს გვთავაზობს. წარმოდგენა რწმენას, იმედს გვიმტკიცებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაჩვენებს, რომ თანაგრძნობის და თანადგომის უნარი კიდევ შესწევს კაცობრიობას... გვარწმუნებს, რომ სიხარბეს სიყვარული ამარცხებს და ოცნებებს კეთილი, უანგარო ადამიანები გვისრულებენ“, - აღნიშნულია სპექტაკლის შესახებ ინფორმაციაში.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და დაფინანსებით თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გ.ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი თბილისის სხვადასხვა თეატრს 12 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.