გოგონებს შორის ძიუდოში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა სპორტსმენებმა ხუთი მედალი მოიპოვეს.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ცნობით, თაკო გიგოლაევი (48 კგ., 2005-2007 წწ.), მარი მეგრელიშვილი (40 კგ., 2008-2009 წწ.) და ნენე საბიაშვილი (52 კგ., 2010-2011 წწ.) შეჯიბრის გამარჯვებუები გახდნენ.
ვერცხლის მედალი ლიკა დარბუაშვილმა (+78 კგ.) მოიპოვა. სპორტსმენი 2005-2007 წწ. დაბადებულებს შორის ასპარეზობდა.
რაც შეეხება მესამე ადგილს, სალომე ბეგლარიშვილი (52 კგ., 2008-2009 წწ.) დაესაკუთრა.
საქართველოს ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა.