საზოგადოება
08.10.2024 12:07
გორის №12 საჯარო სკოლა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

სსიპ - გორის № 12 საჯარო სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 20-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VII, IX, X, XI დაXII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 1950 ლარით განისაზღვრება. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 10 ოქტომბერს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები