საზოგადოება
17.03.2020 13:12
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ - გიორგი გახარია

დღეს არსებული რეალობის შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობას ხელთ აქვს ეფექტური ბრძოლისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ შესძენს მთავრობას ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც დღეს არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ  ამ გამოწვევას ნაბიჯ-ნაბიჯ ვუპასუხოთ და ასე გავაგრძელებთ. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს მკაფიოდ, დღევანდელი მონაცემებით, იმ ობიექტური რეალობით და შეფასებით, რომელიც გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის მართვის პროცესი, როგორ ვებრძოლოთ ვირუსს. შესაბამისად, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც დღეს გვჭირდება ეფექტური ბრძოლისთვის, გაგვაჩნია. როდესაც ეს ინსტრუმენტები დაგვიმთავრდება და აუცილებელი იქნება საგანგებო მდგომარეობა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“, - განაცხადა გახარიამ.

კვირის ამბები