ფეხბურთში რეგიონის პირველობის გამარჯვებული გორის გუნდი გახდა.
გორელები ფინალში ქარელის გუნდს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.
რაც შეეხება მესამე ადგილს, ხაშური დაესაკუთა, რომელმაც კასპს - 1:0 სძლია.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს გარდამავალი თასი და 4000 ლარი გადაეცა. ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ მეორე (3000 ლარი), მესამე (2000 ლარი) და მეოთხე (1000 ლარი) ადგილზე გასული გუნდებიც.
ფინალურ და მესამე ადგილისთვის შეხვედრებს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონმა უმასპინძლა. შეჯიბრს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აქტივობა „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“-ის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება და სპორტის პოპულარიზაციასთან ერთად, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„ფეხბურთში რეგიონული პირველობა გორის, კასპის, ხაშურის, ქარელის მუნიციპალიტეტების და შიდა ქართლის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ფეხბურთის გარდა, მიმდინარე წელს მუნიციპალური და რეგიონული პირველობები მძლეოსნობაში, კალათბურთსა და ქართულ ჭიდაობაშიც ჩატარდა“, - აცხადებენ მერიაში.