საზოგადოება
07.10.2024 11:57
გორში საცხოვრებელი კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია გრძელდება

ადგილობრივი თვითმმართველობა გორში საცხოვრებელი კორპუსების ეზოების რეაბილიტაციას აგრძელებს.

კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს გორის მერია უკვე მეორე წელია 100 %-ით აფინანსებს და როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარის დაგება და საფეხმავლოების მოწყობა მიმდინარეობს, იმ ეზოებში კი, სადაც სასმელი და საკანალიზაციო სისტემები ამორტიზებულია, სისტემის რეაბილიტაციაც ხორციელდება.

მრავალსართულიანი ბინების ეზოებში მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.

შეგახსენებთ, გორში მრავალბინიანი ეზოების რეაბილიტაციის პროექტი 2023 წელს დაიწყო და ამ დრომდე ათეულობით კორპუსის პრობლემა უკვე მოგვარებულია.

კვირის ამბები