საზოგადოება
04.10.2024 15:12
4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა

4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. 2011 წელს საქართველო ოფიციალურად დარეგისტრირდა იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებიც ამ დღეს რეგულარულად აღნიშნავენ.

ცხოველების მსოფლიო დღის (World Animal Day) აღნიშვნის გაადწყვეტილება 1931 წელს მიიღეს, როდესაც იტალიის ქალაქ ფლორენციაში ბუნების დაცვის მოძრაობის საერთაშორისო კონგრესი გაიმართა.

სხვადასხვა ქვეყნის ცხოველთა დაცვის საზოგადოებებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ყოველწლიურად აღნიშნონ ეს დღე და მოაწყონ ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება ადამიანებში ყოველი ცოცხალის მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდისკენ.

ექსპერიმენტებში მონაწილე ცხოველების დაცვის კონვენცია ევროპის საბჭომ 1986 წელს, ხოლო შინაურ ცხოველთა დაცვის შესახებ კონვენცია 1987 წელს მიიღო.

„ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღის მიზანია, გააერთიანოს ადამიანთა ძალისხმევა ცხოველთა სამყაროს და შინაური ცხოველების უფლებების დასაცავად.

შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მიუსაფარი ცხოველების მიმართ მეტი ჰუმანურობა გამოიჩინონ“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები