საზოგადოება
17.03.2020 12:54
ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება - გიორგი გახარია

ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სპეციალურ ბრიფინგზე, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

„დღეს, ფაქტობრივად, ვირუსის შეჩერების ეტაპიდან, გადავდივართ ვირუსის გავრცელების ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა და ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ. საბჭომ დღეს მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის უახლოეს პერიოდში, ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, ხვალიდან იკრძალება სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სპა.ცენტრების მუშაობაც. 
პრემიერის განცხადებით, მთავრობის შემოღებული რეგულაციების დაცვაზე კონტროლი გამკაცრდება და სანქციებისა და ჯარიმების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.

კვირის ამბები