საზოგადოება
04.10.2024 13:51
პატარა მეჯვრისხევში სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.

ამჯერად, პატარა მეჯვრისხევში სკოლასთან მისასვლელი გზის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გზის 300-მეტრიანი მონაკვეთის ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, პროექტის მიხედვით მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, მიერთებები, სანიაღვრე სისტემა, სანიაღვრეებზე კი დალაგდება ლითონის ცხაურები.

„პატარა მეჯვრისხევში სკოლასთან მისასვლელი გზის მოწყობისთვის გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 279 096 ლარია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

აღნიშნული გზის მონაკვეთზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ“, - აცხადებენ გორის მერიაში.

 

კვირის ამბები