სპორტი
04.10.2024 13:48
„გორი“ „გარდაბანს“ დაუპირისპირდა - მატჩი გორელთა გამარჯვებით დასრულდა

გორის საფეხბურთო გუნდი „გორი“ „გარდაბანს“ დაუპირისპირდა.

მატჩი გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მოწინააღდეგის კარში გოლები ემანუელ ფობიმ და უჩა ხუბულურმა გაიტანეს.

კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გარდაბანთან“ გამარჯვებით „გორმა“ წაუგებელი მატჩების სერია ცხრამდე გაზარდა და ამჟამად, სატურნირო ცხრილში 37 ქულით მესამე პოზიციაზეა.

მომდევნო შეხვედრას ადგილობრივი გუნდი მარტვილის „მერანის“ წინააღმდეგ გამართავს. თამაში 10 ოქტომბერს 15:00 საათზე დაიწყება და მურთაზ ხურცილავას სახელობის მარტვილის სტადიონზე ჩატარდება.

კვირის ამბები