გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების ვიზიტორთა ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ინფორმაციის თანახმად, გასული ერთი თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს 56 166 დამთვალიერებელი ეწვია, რაც აგვისტოსთან შედარებით 3 533-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
„2024 წლის 1-ელი იანვრიდან 3 ოქტომბრამდე მუნიციპალიტეტს 353 104 ვიზიტორი ეწვია. ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა უმრავლესობა უცხოელია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ვიზიტორთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 71 410 ივნისში დაფიქსირდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი
ცესკო პოლიტიკურ პარტიების მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურებს აქვეყნებს