თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა სოფლის საჯარო სკოლებისთვის რიგით მესამე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსანტების რეგისტრაცია უკვე დაიწყო და როგორც ფონდში აცხადებენ, პროექტის მიზანია სასწავლო პროცესის ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო გამოწვევები აქვთ.
„კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეებმა უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სკოლის შესახებ და 100 სიტყვისგან შემდგარ პროექტს. პირველი ეტაპის პროექტების მიღება კი 1-ელ ნოემბრამდეა შესაძლებელი. 30 ნოემბერს ჟიური 20 კანდიდატს გამოავლებს.
პროექტის მსვლელობაში, სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.
რაც შეეხება თანხის რაოდენობას, სამი გამარჯვებული სკოლა 8 000-ლარიან გრანტს მიიღებს, ერთ-ერთი გრანტი განკუთვნილი იქნება მთის სკოლისთვის და ამ თანხით კი უზრუნველყოფენ ინფრასტრუქტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებებს.
კონკურსში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ფორმა: forms. gle / zg9dBfvo9CZyBqzg7.