საზოგადოება
03.10.2024 14:21
კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მრავლსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მრავალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, პაციენტს მკურნალობა სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება. კლინიკის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სამედიცინო დაწესებულებაში პოლიტრავმით შეიყვანეს.

რაც შეეხება მომხდარის დეტალებს, შემთხვევა გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე გუშინ საღამოს მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალი აივანზე სარეცხს ფენდა, რა დროსაც ფეხი აუცდა და გადმოვარდა.

როგორც ,,გორის მაცნეს“ მეზობლებმა განუცხადეს, დაშავებულს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.

კვირის ამბები