გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაგეგმილ „თბილისობის“ დღესასწაულში საქართველოს სხვადასხვა კუთხე, მათ შორის შიდა ქართლი მიიღებს მონაწილეობას.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ ამა თუ იმ რეგიონის წარმომადგენლების მიერ გამართული ფოლკლორული კონცერტები, თეატრალური ნომრები, ადგილობრივი სამზარეულო, ღვინის კუთხეები და ქართული ტრადიციული რეწვის მასტერკლასები, ასევე, სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრება, ოჯახური რიტუალები თუ ტრადიციები, ლხინის, სუფრის, მოსავლის აღება-დაბინავების სცენები და სხვა.
რაც შეეხება შიდა ქართლს, საკუთარ პროგრამას 5 ოქტომბერს, 12:00-დან 16:00 საათამდე წარადგენს და დამთვალიერებლის წინაშე ეთნოგრაფიული პერფორმანსით, მრავალფეროვანი გამოფენებით, რეწვის მასტერკლასებით (მათ შორის თონეში ქართლური ნაზუქის ცხობით) ეთნო სამზარეულოთი, ღვინის კუთხით და ფოლკლორული ნომრებით იქნება წარმოდგენილი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება