საზოგადოება
03.10.2024 13:46
ბერშუეთის საჯარო სკოლაში სკოლის ექიმის ვაკანსიაა

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ჰქონდეს სამედიცინო განათლება, ფლობდეს საექთნო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს; ჰქონდეს ექთნის თანამდებობაზე ან პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, კანდიდატმა დამსაქმებელთან უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: საექთნო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას - მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 400-600 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 6 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.

კვირის ამბები