გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, გორში, ჯორბენაძის ქუჩაზე 400 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება და საფეხმავლოები მოეწყობა.
გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში 2 კმ-მდე გზის მოწყობა მიმდინარეობს, რაც ასფალტის დაგებას და სანიაღვრე სისტემის მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ხარაბაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„ორივე პროექტის ჯამური ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა კომფორტული და უსაფრთხო ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას“, - აცხადებენ მერიაში.