საზოგადოება
02.10.2024 15:42
„ინკლუზიური განათლების და შეფასების ინსტრუმენტები“ - გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლებს სწავლება ჩაუტარდათ

განვითარების ეტაპების დაყოვნების ან/და შშმ სტატუსის რისკის მქონე ბავშვებისთვის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლებს სწავლება ჩაუტარდათ.

ტრენინგს - „ინკლუზიური განათლება და შეფასების ინსტრუმენტები“, საბავშვო ბაღებში მომუშავე პერსონალი და აღსაზრდელების მშობლებიც ესწრებოდნენ.

„სწავლება „საზოგადოება ბილიკის“ პროექტის - „ინკლუზიური განათლება გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“, ფარგლებში გაიმართა. პროექტში მონაწილე სააღმზრდელო დაწესებულებები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩნენ.

რაც შეეხება აღნიშნული ინიციატივის მიზანს, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განვითარების ეტაპების დაყოვნების ან/და შშმ სტატუსის რისკის მქონე ბავშვების სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად მომსახურების დანერგვაა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო „საზოგადოება ბილიკთან“ მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები